ალექსანდრე გეჯაძე - რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ

ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით,  შალვა ხაჭაპურიძის მიერ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, გაკვირვებული და გაოგნებულია.

"ბატონი შალვა ალბათ, მოემზადა, რადგან პასუხები ჰქონდა უკვე წინასწარ გამზადებული იმ თვალთახედვით, რა არგუმენტებით უნდა განეხორციელებინა სასამართლო დარბაზში მოსამართლის დარწმუნება, რომ სამი დამოუკიდებელი საექსპერტო სტრუქტურის, ჩვენი საექსპერტო დაწესებულებების და სამხარაულის სტრუქტურის ერთობლივი მონაწილეობით ექპერტიზის ჩატარება იქნება არასწორი, არაობიექტური, მთელი რიგი გარემოებების გამო.  მარტივად რომ ვთქვათ, მან ამ საწადელს მიაღწია და სასამართლომ არ დააკმაყოფილა პენიტენციური სტრუქტურის შუამდგომლობა ერთიანი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. ჩემთან მიმართებაში, რბილად რომ ვთქვა, გაკვირვებული და გაოგნებული ვარ, რადგან ბატონ შალვასთან წლები გვაკავშირებს, მე პირადად, არაერთი წელი. დამოუკიდებელი სტრუქტურის არსებობის პირობებში არაერთი ექსპერტიზა ჩაგვიტარებია ობიექტურად, რეალურად, როგორც ყოველთვის. რამ აიძულა ბატონი შალვა, რომ ამ კონტექსტში მოეხსენებია ჩემი პერსონა – თურმე, მე ძალოვანი სტრუქტურების შეკვეთებზე ვმუშაობ, თურმე, პირნათლად ვასრულებ ყველაფერ იმას, რასაც ძალოვანი სტრუქტურები მიმითითებენ და ა.შ.“, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მისივე თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის მიმართ ექსპერტიზის პროცესს ესწრებოდა საია-ს ოფიციალური წარმომადგენელი, რომელსაც არანაირი კითხვის ნიშნები არ ჰქონია.

"მან პროცესზე „ტვ პირველის“ ოპერატორის საქმესთან გააერთიანა სააკაშვილის საქმე იმ კონტექსტში, რომ თურმე ოპერატორის მიმართ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა შსს-ს დაკვეთის შედეგად დაიდო, რომ ეს დასკვნა არაობიექტურია, არასწორია და ა.შ. შემიძლია, ყველას ცალსახად მოგახსენოთ, რომ ოპერატორთან მიმართებაში კვლევის პროცესში, პროზექტურაში, პირველივე საათებში ჩემ გვერდზე სასექციო დარბაზში საია-ს მხრიდან იყო ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც კვლევის პროცესს ესწრებოდა, პროცესის გადაღება ხდებოდა ვიდეოსაშუალებების გამოყენებით. თითოეული დეტალი აღბეჭდილია ვიდეოზე. არანაირი კითხვის ნიშნები საია-ს წარმომადგენელს არ ჰქონია. ექსპერტიზა როცა დასრულდა, საია-ს ხელმძღვანელმა თქვა, რომ როგორც კი აიღებდნენ ოპერატორის საექსპერტო დასკვნას, შეისწავლიდნენ და შემდეგ გააკეთებდნენ თავიანთ დასკვნებს. დღემდე, დასკვნის არაობიექტურობის, შეცდომების თაობაზე არც საიას-ს, არც სხვა რომელიმე სტრუქტურას არ განუცხადებია“, – განაცხადა გეჯაძემ.

უახლესი ამბები