იაგო ხვიჩია - ამით ნერვებს უშლიან სააკაშვილს, "ნაცმოძრაობის“ არცერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ

"გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განაცხადებით, სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის გადაწყვეტილების მიზეზი სააკაშვილისთვის ნერვების მოშლა და მოთმინებიდან გამოყვანა შეიძლება იყოს.

"პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილების მიზეზი ნერვების მოშლა და მოთმინებიდან გამოყვანა შეიძლება იყოს. მიხეილ სააკაშვილს ისედაც შეზღუდული აქვს თავისუფლება და ეუბნებიან, რაღაც უფლებებს გართმევთ, მაგრამ შენივე ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის არის კარგიო, რაც ნერვებზე მოქმედებს. ზოგადად, ციხეში ბევრი რამ ნერვებზე მოქმედებს და ალბათ, ეს ერთ-ერთი მათგანია ამაზე დასამატებლად. 

ეს გადაწყვეტილება "ნაცმოძრაობას“ რას დააკლებს, არ ვიცი, აწყობთ, მიშასთან შესვლა არ მოუწევთ. ამით ნერვებს უშლიან სააკაშვილს, რადგან „ნაცმოძრაობას“ ვერაფერს დააკლებენ, პირიქით, არ მგონია, ყოველდღე სააკაშვილთან შეხვედრით ყველა დეპუტატი ბედნიერი იყოს. პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ეს ასცდებათ. 

"ნაცმოძრაობის“ არცერთ წევრს არ ეწყინება, რომ მიშასთან შესვლა არ მოუწევთ. არ ეწყინებათ, რადგან, როცა ლიდერი შენი მუშაობით კმაყოფილი არ არის და ციხეში ზის, მასთან ხშირად შეხვედრა შეიძლება სასიამოვნო არ იყოს და მიზეზი ექნებათ, პაპუაშვილი არ გვიშვებსო. მგონი, ეს წინასაახალწლო გადაწყვეტილებას ჰგავს და დიდი ხანი არ გაგრძელდება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები