არესტოვიჩი - ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის, არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მოქალაქეებს დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით დაგეგმილი აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"საქმე ისაა, რომ პოლიტიკა დიდი ხანია, ამორალური გახდა. არსებობს გარკვეული ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მიღებულია რომ ნებისმიერ ფასად იქნას გატარებული. ახლა, როდესაც ასეთი ომი მიმდინარეობს, რომელიც შეიძლება გასცდეს უკრაინისა და რუსეთის საზღვრებს, დროა, რომ ამაზე ვისაუბროთ. მე მინდა, რომ პოლიტიკაში მორალი დაბრუნდეს და ის ნელ-ნელა ბრუნდება კიდეც. 

ეს ომი მიხეილის სიცოცხლისთვის, არის ბრძოლა პოლიტიკაში მორალისა და ღირებულებების დაბრუნებისთვის და სულ არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია ამ ადამიანს, რომელსაც ციხეში აწამებენ და კლავენ. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობას მიიღებს, იქნება ეს აქციაზე ფიზიკურად მისვლით, სიტყვით, თუ სოცქსელებში ინფორმაციის გავრცელებით, მონაწილეობას იღებს ამ ბრძოლაში. თუ პოლიტიკაში მორალი არ დავაბრუნეთ, კაცობრიობა მალე გადაშენდება", - განაცხადა არესტოვიჩმა.

დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებსა და საქართველოს 8 ქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები