კვარაცხელიას შეძენით მადრიდის "რეალი" დაინტერესდა

მადრიდის “რეალი” “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით ინტერესდება. “სამეფო კლუბის” რადარზე კვარაცხელია მას შემდეგ გამოჩნდა, რაც შესანიშნავი და დასამახსოვრებელი შეხვედრები ჩაატარა ნეაპოლელთა რიგებში.

ესპანური გამოცემა Fichajes-ის ინფორმაციით, თუ მადრიდელებს სურთ ახალგაზრდა შემტევი გაიფორმონ, მათ 80 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

“ლოს ბლანკოსი” აკვირდება საკუთარი ფეხბურთელების ედენ აზარისა და მარკო ასენსიოს სიტუაციას, მათი მომავალი გაურკვეველია და მადრიდში იმედოვნებენ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ხვიჩა კვარაცხელია აზარი-ასენსიოს დანაკარგს შეავსებს.

მიმდინარე სეზონში ქართველ თავდამსხმელს 18 მატჩში  8 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული. აღსანიშნავია, რომ მისი შეძენა “რეალის” გარდა სხვა ევროპულ გრანდებსაც სურთ, თუმცა ნეაპოლელები კვარაცხელიას დათმობას მარტივად არ აპირებენ.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი