ბაიდენმა ბრაზილიის ახალი პრეზიდენტი აშშ-ში მიიწვია, ბოლსონარუ შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრაზილიის პრეზიდენტებმა ჯო ბაიდენმა და ლუის ინასიუ ლულა და სილვამ სატელეფონო საუბარი გამართეს. ბაიდენმა დაგმო არეულობა ბრაზილიის დედაქალაქში და ბრაზილიელი კოლეგა თებერვლის დასაწყისში ვაშინგტონში მიიწვია.

სატელეფონო საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა გამოაცხადა "ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა ბრაზილიის დემოკრატიისა და ბრაზილიელი ხალხის თავისუფალი ნებისადმი“.

ჯო ბაიდენმა დაგმო ძალადობა და თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს ბრაზილიის ხელისუფლების ნებისმიერ თხოვნას არეულობის გამოძიებაში დახმარებისთვის, თუმცა ამ დრომდე მსგავსი მოთხოვნა არ შემოსულა.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ შესაძლოა, ქვეყნიდან დეპორტირებული იყოს.

ბოლსონარუ ამერიკის შეერთებულ შტატებში დიპლომატიური ვიზით მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. პრეზიდენტის უფლებამოსილება 1 იანვარს დასრულდა.

8 იანვარს, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე ექსპრეზიდენტის ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ. პოლიციამ დემონსტრანტების უკან დახევის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქციების დაწყებიდან რამდენიმე საათში, ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ დედაქალაქში არეულობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

არეულობებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის 1 500-მდე ადამიანი დაკავებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები