ბექა დავითულიანი - როცა ურთიერთობას აფუჭებ და შემდეგ "აწვები“, რაღაცას რატომ არ მჩუქნიო, ამას ჰქვია "დაწერა"

"ქართული ოცნების“ წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, როგორც მას აქვს ინფორმაცია, "ბუკის“ სისტემების შეძენაზე კონტრაქტი გაფორმებული იყო 2007 წელს და საქართველოს ეს შეიარაღება ომამდე ერთი წლით ადრე, თანხის სანაცვლოდ გადაეცა.

ბექა დავითულიანის თქმით, უკრაინის მხრიდან იარაღის უხეში ტონით მოთხოვნა სულ სხვა რამეს უკავშირდება.

"ჩემი ინფორმაციით, იარაღთან დაკავშირებით, მათ შორის "ბუკის“  შეძენაზე კონტრაქტი გაფორმებული იყო 2007 წელს და საქართველოს ეს შეიარაღება ომამდე ერთი წლით ადრე, თანხის სანაცვლოდ გადაეცა. როცა ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ყოველდღე ასე ჯიქურად აწვები, მათ შორის სთხოვ სამხედრო შეიარაღების გადაცემას, რომელიც ძალიან ცოტა აქვს, ეს არამეგობრული ნაბიჯია, რაც უკრაინის მხრიდან პირველი არ არის. არ ვიცი, რა ჰქვია შესყიდული შეიარაღების ან გენერატორების მიცემის მოთხოვნას ასეთი უხეში ტონით. როცა მეორე სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა გაქვს, შეიძლება, მას სთხოვო, მაგრამ როცა ურთიერთობას მიზანმიმართულად აფუჭებ და შემდეგ „აწვები“, რაღაცას რატომ არ მჩუქნიო, ამას ჰქვია „დაწერა“.  ბოდიში მომითხოვია და არავინ არაფერს „დაიწერს“. იარაღის მწარმოებელი ქვეყანა არ ვართ, ვართ ოკუპირებული ქვეყანა, რომელსაც სასიცოცხლოდ საჭირო რაოდენობის იარაღი გვაქვს და ასეთი თხოვნები, სინამდვილეში, უხეში ტონით მოთხოვნები სულ სხვა რამეს უკავშირდება და არავითარ შემთხვევაში "ბუკის“ საჭიროებას უკრაინისთვის.

ეს არის იმ სერიის ნაწილი, როცა უკრაინის ხელისუფლება, ჩვენი მეგობარი არაერთი სახელმწიფოს ელჩი გვთხოვდა მოხალისეებისთვის თვითმფრინავის რეისის ორგანიზებას, რაც საქართველოს ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დააყენებდა. საქართველოს ხელისუფლება ხელს არ უშლის და ნამდვილად არ ქმნის ისეთ გარემოს, რომ ქართველი მოხალისეები არ იბრძოდნენ უკრაინაში, პირიქით, დღეს დაახლოებით 2 000 ქართველი იბრძვის უკრაინაში. მათ ჯანმრთელობასა და გამარჯვებას ვუსურვებ. ჩვენ ამას ნამდვილად არ ვუშლით ხელს. ეს მოთხოვნაც ზუსტად იმ ოპერის ნაწილია, რატომღაც სპეცრეისის ორგანიზებას რომ ითხოვდნენ, როცა ისედაც შეუფერხებლად მიდიოდნენ მოხალისეები.

ვიღაცებს უნდათ, საქართველო ომის პროცესში აქტიურ მხარედ დაფიქსირდეს, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკებს ძალიან გაზრდის. რაც შეეხება იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვეტო გვედო იარაღის შესყიდვაზე, კონტრაქტი 2007 წელს დაიდო, 2008 წლის შემდეგ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე ნამდვილად იქნებოდა პრობლემები, თუმცა რუმინეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, მათ შორის უკრაინა საქართველოს თანხის სანაცვლოდ აძლევდნენ გარკვეულ იარაღს. რას ნიშნავს დახმარება? თანხას ვიხდიდით და ვყიდულობდით“, – განაცხადა  ბექა დავითულიანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები