შინდისის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
ავტომანქანით ოჯახი გადაადგილებოდა, რომელიც შემთხვევას უვნებლად გადაურჩნენ.
არსებობდა ბენზინის ავზის აფეთქების საშიშროება, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა მეხანძრე-მაშველებმა მალევე მოახერხეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.