ნონა მამულაშვილი - რა თქმა უნდა, კანდიდატურა არ მომიხსნია! პირიქით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება

მინდა მივმართო ჩვენს გულშემატკივრებს, სულ მალე, ჩვენ ერთად გადამწყვეტ სიტყვას ვიტყვით მიშას და პარტიის გადასარჩენად - ქვეყნის გადარჩენისთვის!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ნონა მამულაშვილი წერს.

"მეგობრებო, ათი დღეა წამოსული ვარ ქვეყნიდან - შეხვედრები გავმართეთ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, საიდანაც შემდეგ დღეებში კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდებით. ამასთან, ძალიან პროდუქტიული ვიზიტი გვაქვს პოლონეთში. ყველაგან აქტიურად ვხვდებით ქართველ ემიგრანტებს.

ამასობაში... თბილისიდან მირეკავენ და მეკითხებიან კანდიდატურა ხომ არ მოხსენიო. იმიტომ, რომ ზოგიერთი მედია და პოლიტიკოსი მხოლოდ სამი კონკრეტული კანდიდატის შესახებ საუბრობს. 

რა თქმა უნდა, კანდიდატურა არ მომიხსნია! პირიქით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ასე გაგრძელდება. 

იმ ფონზე, როცა ყოველდღიურად უკავშირდებიან ჩვენს გულშემატკივრებს და ცდილობენ დააჯერონ, რომ ჩვენი მხარდაჭერა დაბალია და უფრო ძლიერ ბანაკს შეუერთდნენ - ჩვენი მხარდამჭერების რიცხვი იზრდება, ჩვენს ბაზას ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი ემატება.

მინდა მივმართო ჩვენს გულშემატკივრებს - მოეწონება ეს ვინმეს თუ არა, შესაბამის ყურადღებას მოგვაქცევს თუ არა მედია - სულ მალე, ჩვენ ერთად გადამწყვეტ სიტყვას ვიტყვით მიშას და პარტიის გადასარჩენად - ქვეყნის გადარჩენისთვის!", - წერს მამულაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FN.Mamulashvilii%2Fposts%2Fpfbid02TyWvJLWSfjipEgUdSZYDN9TSPfMQj1HqmjE9j3erxUmXp92uDkSgJiWTAKNxsqeVl&show_text=true&width=500" width="500" height="613" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>