პაატა მანჯგალაძე - ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას

"ხალხის ძალის“ განცხადება იმის დადასტურებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობს, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

"ჯერ თქვეს, რომ თვითდაზიანებას იყენებს, სუიციდისკენ აქვს მიდრეკილებაო, შემდეგ თქვეს, ღმერთის ნებაა, ჩვენ რა ვიცითო. ახლა გავიგეთ, თურმე დარიშხანით არის მოწამლული. შემდეგ თქვეს, ჩვენ კი არ მოვკლავთ, ამას დასავლეთის სპეცსამსახურები გააკეთებენ, რადგან ბევრი ინფორმაცია აქვს სააკაშვილსო. ეს არის რუსული სცენარი, რომ მოკლან ადამიანი და დააბრალონ სხვას. ჰქონდათ სცენარი, თავად სააკაშვილისთვის დაებრალებინათ. ღმერთის ნებისთვის უნდოდათ ამის დაბრალება და ახლა გადავიდნენ დასავლელი პარტნიორების დადანაშაულებაზე. ეს არის რუსული სპეცსამსახურების სცენარი და სამწუხაროა, რომ ამ სქემის მონაწილეები ესენი არიან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

"ხალხის ძალის“ აზრით, მიხეილ სააკაშვილი "თავის პატრონებს კონკრეტული თემებით აშანტაჟებს" და "თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება".

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები