მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ამერიკელი ექიმის ჯეიმს კობისა და ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის დაკითხვაა დაგეგმილი.

ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტს სურვილი აქვს, დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწროს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ექნება თუ არა ამის საშუალება.

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, პროცესზე ახალ შუამდგომლობას დააყენებენ, რათა განისაზღვროს ექსპერტების დაკითხვის დრო.

"სასამართლოს ვეტყვით, რომ განისაზღვროს თითოეული ექსპერტის დაკითხვის დრო. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამდენი მოწმე დაიკითხოს უფრო სწრაფად. სააკაშვილთან როდესაც გახლდით, ძალიან ცუდად იყო. არც მისი ფერი მომეწონა, იყო აღელვებული, მოსმენილი ჰქონდა "ხალხის ძალის" განცხადება, რომელმაც ფაქტობრივად, ნოტარიულად სააკაშვილის სიკვდილის გაფორმება დაიწყო. მას სურვილი აქვს, რომ პროცესს დაესწროს. პროცედურულად მიმართული გვაქვს, ვნახოთ, რამდენად გადაწყვეტს ამას პენიტენციური სამსახური", - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

სასამართლო პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

პროცესი 11:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები