დავით ქაცარავა - მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს

"ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ლიდერის დავით ქაცარავას ინფორმაციით, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

"დღეს IPRM-ის, ე.წ. ერგნეთის შეხვედრაა, რომელიც პერიოდულად ოკუპანტების ქართული მხარის და ევროკავშირის სამონიტორინგო ჯგუფის მონაწილეობით ტარდება. 

მასზე დღეს, გუშინ გატაცებული მოქალაქის ამბები უნდა გაირკვეს, დაახლოებით 2 კვირის წინ რომ ჩვენი 2 მოქალაქე გაიტაცეს და ჯერ არ დაუბრუნებიათ, მათი საკითხიც დადგება, მამუკა ჩხიკვაძე რომ წელზე მეტია ცხინვალის ციხეში, იმედი მაქვს მასზეც ისაუბრებენ. 

პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM-ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს. წადითო.

არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ, არა.

საიდან ვიცი? ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.

გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს.

რატომ მოიქცნენ ესე ორკები? წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია. დაადასტურებს სუსი? არ მგონია. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ამ შეხვედრაზე ამ საკითხს დააყენებს ჩვენი მხარე და რამე დისკომფორტს მაინც შეუქმნის ოკუპანტს. იმედს კი ვიტოვებ, მაგრამ..." - წერს დავით ქაცარავა.

სადამკვირვებლო მისია მომხდარს ადასტურებს. 

უახლესი ამბები