ზელენსკი - ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს ომია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე არ მიმდინარეობს, ამის გათვალისწინებით, უბედური შემთხვევები ჩვენს ქვეყანაში აღარ ხდება, ეს ყველაფერი ასე თუ ისე დაპყრობითი ომის შედეგია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მან გამოსვლა ბროვარში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა და ომში დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად წუთიერი დუმილით დაიწყო.

"თოთხმეტმა უკრაინულმა ოჯახმა დღეს დაკარგა თავისი საყვარელი ადამიანები და კიდევ უფრო მეტი ოჯახი კარგავს თავიანთ ახლობლებს ყოველდღე ომის გამო“, - განაცხადა ზელენსკიმ და ფორუმის მონაწილეებს სთხოვა, პატივი მიეგოთ მათი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით.

"ყოველი სიკვდილი ომის შედეგია. ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არის ომი. და ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ველზე, არსებობს ომის სხვადასხვა მიმართულება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიევის ოლქში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულთა შორის არის უკრაინის შს მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე და შსს-ს რამდენიმე თანამშრომელი. ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულია რამდენიმე ბავშვი.

მსგავსი სიახლეები