ზელენსკი - ბოლო ხუთი დღის განმავლობაში მტერმა უკრაინაში სულ მცირე 500 რაკეტა და დრონი გამოიყენა

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რუსებმა სულ მცირე 500 რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს უკრაინაში, - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან სუნაკთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების საკითხები განიხილა.

2 იანვარს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინას "კინჟალებით" და სხვა რაკეტებით შეუტიეს. კიევის საჰაერო თავდაცვამ 60-ზე მეტი რაკეტა და 10 "კინჟალი" ჩამოაგდო. კიევის რამდენიმე რაიონში ნამსხვრევები ჩამოვარდა და შენობებს ცეცხლი გაუჩნდა. დღევანდელ თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი, დაშავდა ათობით ადამიანი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება მეტი "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა მტრის თავდასხმების ეფექტურად მოსაგერიებლად. მისი თქმით, დღეს სწორედ ამ სისტემებმა გადაარჩინა კიევი კატასტროფისგან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები