ნიკა მელია - ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის თანამდებობას გიორგი კირთაძე დაიკავებს.

"მსურს გაცნობოთ მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ უახლოეს დღეებში - შიდაპარტიული არჩევნების დასრულების შემდეგ.

სიახლე, მოდერნიზაცია, ჯანსაღი კონკურენცია და რეგიონული ლიდერებისთვის ცენტრალურ დონეზე ასპარეზის გახსნა ყოველთვის იყო "ნაციონალური მოძრაობის" სიცოცხლისუნარიანობის და ევროპული მიდგომების არსებითი ნიშან-თვისება.

მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ვიყავი და ვიქნები ამ პოლიტიკური ტრადიციის ერთგული, რომ ხელი შევუწყო ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების მოსვლას "ნაციონალურ მოძრაობაში", რათა ერთად გავაძლიეროთ მებრძოლი გუნდი.

მიმაჩნია, რომ ტრადიცია და ნოვატორობა, გამოცდილება და ახალი ენერგია არის გამარჯვებისკენ მიმავალი გზის აუცილებელი წინაპირობა. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევინარჩუნებთ ერთგულებას განვლილი გზის და გამოცდილების მიმართ და ამავე დროს არასოდეს დავუხურავთ გზას ახალ იდეებს და ახალ ადამიანებს.

დღეს ჩვენი პოლიტიკური ძალის, მთელი პოლიტიკური კლასის და მთლიანად ქართული საზოგადოების წინაშე არსებობს მწვავე პოლიტიკური, მორალური და მსოფლმხედველობითი საკითხები, რომელთა გადაწყვეტას სჭირდება ქმედითი ენერგიული პოლიტიკოსების და მოფიქრალი ინტელექტუალების გარჯა.

პოლიტიკოსი, რომელიც ახლა ჩემს გვერდით დგას და ჩვენ ერთად ვართ თქვენს წინაშე წარმდგარი, არის ბათუმის ერთ-ერთი ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე, რომელმაც უკანასკნელ არჩევნებში გამარჯვება მოაპოვებინა პარტიას. გიორგი კირთაძემ ბათუმში, "ნაციონალური მოძრაობის" ათასობით მხარდამჭერებთან ერთად გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ პრინციპულობას, პატრიოტიზმის, პოლიტიკური პრაგმატიზმის წინაშე უძლურია ყველაზე ვერაგი, ბოროტი და მახინჯი სახელისუფლებო სისტემაც კი, მოსყიდვა და დაშინებაც.

ჩემი ღრმა რწმენით, გიორგი კირთაძე დღეს წარმოადგენს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურას, მისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით და მინდა საზოგადოება ჩავაყენო საქმის კურსში, რომ ჩემი გამარჯვების შემდეგ, ყველაზე საკვანძო პოზიციას პარტიაში, გენერალური მდივნის პოზიციას დაიკავებს გიორგი კირთაძე და დარწმუნებული ვარ, ეს გახდება საწინდარი მომავალი გამარჯვებისა არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის, არამედ ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ადამიანი დამეთანხმება ამ საკითხი, ნაბიჯი იქნება წინ გადადგმული, რაც იხსნის ამ ქვეყანას პოლიტიკური პატიმრებისგან და ეს ფენომენი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები