რუტე - ნიდერლანდები უკრაინისთვის 18 ერთეული Leopard 2-ის შეძენას გეგმავს

ნიდერლანდების მთავრობა განიხილავს გერმანიიდან უკვე იჯარით აღებული Leopard 2-ის ტანკების შეძენას, რათა მოგვიანებით ისინი უკრაინას გადასცეს, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.

"ჩვენ იჯარით გვაქვს ისინი (ლეოპარდ 2-ის ტანკები), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მათი ყიდვა და შეგვიძლია გადავცეთ უკრაინას", - აღნიშნა მან.

რუტეს თქმით, თუ უკრაინისთვის ტანკების ყიდვას აზრი აქვს უფრო დიდ პაკეტში სხვა სახელმწიფოებთან, როგორიცაა ფინეთი და პორტუგალია, მაშინ "მზად არის განიხილონ ეს საკითხი". თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გერმანული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები