ანდრეი კასიანოვი - წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს

ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის დროებით რწმუნებულს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოსთხოვენ.

24 ინვარს კასიანოვმა არ გამორიცხა, რომ საქართველოდან რუსეთში პირდაპირი ფრენების აღდგენისა და უსაფრთხოების რისკების გაზრდის შემთხვევაში, უკრაინის საელჩომ საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ევაკუაცია დაიწყოს, რასაც "ქართული ოცნების" კრიტიკა მოჰყვა.

კასიანოვი მმართველი პარტიის წევრების განცხადებებს დღეს გამოეხმაურა.

"თუ შეიძლება წაიკითხეთ ჩემი ყველა განცხადება სრულად და ორიგინალში. ჩნდება გაუგებრობები, როდესაც ხდება ზოგიერთი ციტატის კონტექსტიდან ამოღება. ასე რომ, წაიკითხეთ ჩემი ინტერვიუ სრულად, ორიგინალში და მიიღებთ ყველა პასუხს როგორ ერთ, ისე მეორე საკითხზე. ინტერვიუს 90% მიძღვნილი იყო იმ საქმეებისადმი, რომლებსაც ჩვენ ერთად ვაკეთებთ. 

სპეკულაცია იყო თუ არა, ამას ვერ გეტყვით. შევხვდები მთავრობის წარმომადგენლებს და ყველაფერს განვიხილავთ", - განაცხადა კასიანოვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები