ბექა ოდიშარია - ახია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომლებიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა

ვურჩევდი მას, არ ჩაეწეროს იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც საქართველოში არასდროს იქნებიან პოპულარული, რადგან უმადურობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ანდრეი კასიანოვთან დაკავშირებით განაცხადა.

"ალბათ, კასიანოვის ნაცვლად, ჯერ დავიწყებდი და დავასრულებდი ბევრი მადლობით. ისე, ახია კასიანოვზე, რომ მისი განცხადება თარგმნო და ჩამოურიგო ყველა იმ დევნილს, რომლებიც საქართველომ შეიფარა, გაათბო და დააპურა. სწორედ მათ ვკითხოთ, რა ურჩევნიათ – მარცხნივ წავიდნენ, კასიანოვს გაყვნენ და ევაკუაციის გზებით ისარგებლონ, თუ მარჯვნივ და დარჩნენ ისევ საქართველოში და სახელმწიფო სერვისებით თუ ადამიანური სითბოთი ისარგებლონ იმ უძნელეს პერიოდში, რომელიც ახლა უკრაინაში ტრიალებს. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანის განცხადებები არადიპლომატიურია და ამოვარდნილია კონტექსტიდან. ალბათ, ეს ადამიანი იძულებულია, შეასრულოს და გააჟღეროს გარკვეული დავალებები. მას ვურჩევდი, ახლო წარსულში გაიხედოს, რადგან საქართველოს მიმართ ასეთი უსამართლო განცხადებების გამჟღერებლები თანამდებობებზე აღარ არიან და ისინი სხვანაირად აჭიკჭიკდნენ საკუთარი ხელისუფლების მიმართ. ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან სამართლიანობა ყოველთვის იზეიმებს.

ვურჩევდი მას, არ ჩაეწეროს იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც საქართველოში არასდროს იქნებიან პოპულარული, რადგან უმადურობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება. არ შეიძლება, დიპლომატი ასეთი ენით საუბრობდეს და ასეთ კომენტარებს აკეთებდეს. ამ ყველაფრის მიზანია, საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანება. გლობალური ძალა არსებობს, რომელსაც სურვილი აქვს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი კურსი რადიკალურად შეიცვალოს და ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველ პროცესებში ჩავერთოთ. ეს არის უბადრუკი გაგრძელება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები