ზელენსკი - გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინელი დამცველებისთვის Leopard 2 ტანკების გადაცემის შესახებ ბერლინის გადაწყვეტილების შემდეგ სატელეფონო საუბარი გამართეს.

ზელენსკიმ შოლცს უკრაინის მხარდაჭერისა და ლეოპარდის ტანკების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

"გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი მხარდაჭერისა და საწვრთნელი მისიების გაფართოება, "მწვანე შუქი“ პარტნიორებისთვის ანალოგიური იარაღის მიწოდებაზე. ახლახან გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან საუბარში გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცის და გერმანიაში ყველა ჩვენი მეგობრის“, – წერს ზელენსკი.

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის 14 ტანკის მიწოდების გადაწყვეტილება გამოაცხადა და ასევე ნება დართო მესამე ქვეყნებს, მიაწოდონ უკრაინას გერმანული წარმოების ტანკები.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fposts%2Fpfbid02WGS28kFmveizw8y1VDxosfJPropdeoZp8nGUNGc6G9DMLLjBdioU7CfpAhwRQooHl&show_text=true&width=500" width="500" height="643" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>