არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის არ არსებობს უფრო ავტორიტეტული, უფრო ძვირფასი და უფრო დიდი თემა, ვიდრე ჩვენი სამშობლო

ადამ კინზინგერის განცხადებას არავითარი საფუძველი არ აქვს, საწყენია, ერთ დროს საქართველოს მეგობარი ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით რომ ეხმიანება საკითხს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას.

"ჩვენთვის არ არსებობს უფრო ავტორიტეტული, უფრო ძვირფასი და უფრო დიდი თემა, ვიდრე ჩვენი სამშობლო, საქართველო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ როდესაც დაუსაბუთებელი ბრალდებები და დეზინფორმაცია ვრცელდება, ჩვენი უპირველესი მოვალეობა გახლავთ, ვინც არ უნდა იყოს ეს, რა არხითაც არ უნდა იყოს გაჟღერებული, ვუპასუხოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების ინტერესები და საქართველოს რეპუტაცია. სწორედ ამიტომ, ადამ კინზინგერისგან მე მოველი, რომელიც ერთ დროს იყო საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, მანაც გააკეთოს შესაბამისი ანალიზი და გამოეხმაუროს იმ დეზინფორმაციას, ვინაიდან მისი ქვეყნის, აშშ-ის ადმინისტრაცია ოფიციალურად აცხადებდა და ოფიციალურად დგას იმ პოზიციაზე, რომ საქართველო არ არღვევს საერთაშორისო სანქციებს, წესებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ შეადგინა და დააწესა ომის პერიოდში. ეს არ არის მხოლოდ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადება. ჩვენც ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის და არც მომავალში გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, მისი საქმიანობა და შედეგები, რომელიც აქვს პოლიტიკაში, როგორც პარტიის ლიდერს, პირდაპირ აჩვენებს, რომ ის ნამდვილად გახლავთ ახალი თაობის პროდასავლური პოლიტიკოსი. ეს არის საკონსტიტუციო რეფორმა, ეს არის საკანონმდებლო რეფორმები, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ. ეს არის არჩევნები, რომელიც საქართველომ ჩაატარა და ნებისმიერი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებებს და დემოკრატიას ეხება. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ აქვს ამ განცხადებას და ამ კრიტიკას. რა თქმა უნდა, საწყენია, როდესაც ერთ დროს ჩვენი მეგობარი, საქართველოს მეგობარი ასეთი შეფასებებით და ერთ კონკრეტულ სუბიექტურ მედიაზე დაყრდნობით ეხმიანება საკითხს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი "ტვიტერზე“ ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა. "ქართული ოცნება“ აღარც კი მალავს თავის სიყვარულს რუსეთისადმი. ძალიან სამწუხაროა“, - წერს კონგრესმენი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები