ზურაბ ჩხაიძე - კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით, არის მსუბუქი გამოვლინება

პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში, კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც ნორმაშია, - ამის შესახებ "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტს დამატებითი ჟანგბადის მიწოდება არ ესაჭიროება.

"რისკებზე ვსაუბრობ ზოგადად, რადგან კოვიდს ზოგადად ახასიათებს გართულებები და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები გამორიცხული რაიმე გართულება არ არის, მაგრამ ამ ეტაპზე რაიმე მიმანიშნებელი, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არ არის.

ის იღებს იმ აუცილებელ მედიკამენტებს, რაც მას სჭირდება. პალატაში არანაირი დამატებითი აპარატურა არ შეტანილა, იმიტომ, რომ პაციენტს არც ესაჭიროება, თუმცა ადგილზე ყველაფერი არის. 

მისი სატურაცია ნორმის ფარგლებშია და არ ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის მიწოდებაც კი", - განაცხადა ჩხაიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები