ირაკლი კობახიძე - ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში

ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია, პრაქტიკულად, გაცამტვერებულია და ამაზე საერთაშორისო მედია ფართოდ საუბრობს, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ვერავინ აიძულებს, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.

"საზოგადოება უკვე ფართოდ არის ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რა ხდება "კრედიტ სუისში“ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ თანხებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, გაუგონარი პროცესები წარმოებს, რაც დაკავშირებულია თანხების მიტაცებასთან. ჩვეულებრივი ყაჩაღობაა, რასაც ვაკვირდებით ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შვეიცარიულ ბანკში, რომლის რეპუტაცია, პრაქტიკულად, გაცამტვერებულია და ამის თაობაზე საერთაშორისო მედია ფართოდ საუბრობს. 

აქ მთავარია, რა არის მოტივი. მოტივი ცალსახად არის პოლიტიკური, რაზე მინიშნებებიც უკვე ჰქონდა თავად „კრედიტ სიუსს“, რომელმაც მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ამ თანხების დაკავებასთან კავშირში და თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ თავის წერილში გააკეთა აქცენტი იმაზე, რომ ყველაფრის თავი და თავი არის პოლიტიკური შანტაჟი. ბუნებრივია, ჩვენ ვხვდებით, რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მინიშნება არის, რომ ვიღაცებს სურთ, აიძულონ ბიძინა ივანიშვილი, საკუთარი ნების წინააღმდეგ დაბრუნდეს პოლიტიკურ პროცესში და გააკეთოს ის, რაც არ უნდა გაკეთდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. 

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ იცნობენ ისინი ბიძინა ივანიშვილს, ვერავინ აიძულებს მას, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები