ირაკლი კობახიძე - ეს არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან, შესაბამისად, აქვს თავისი პრობლემები

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადამ კინზინგერს ადრეც არაერთხელ გაუკეთებია სიცრუეზე დაფუძნებული განცხადებები.

"თავის დროზე, კინზინგერი, ვიდრე ის იყო კონგრესმენი და პრაქტიკულად გარიცხავდნენ მას საკუთარი პარტიიდან, იყო საქართველოსთან პარტნიორობის ჯგუფის ხელმძღვანელი. წესით, ის კარგად უნდა იცნობდეს საქართველოში არსებულ რეალობას, მათ შორის იმას, რამდენად აქვს საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მან ეს არ იცის, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე პრობლემაა, მაგრამ თუ იცის და შეგნებულად ავრცელებს სიცრუეს, ე.წ. ფეიკს, ეს უფრო დიდი პრობლემაა. საზოგადოებამ განსაჯოს, რა დგას ამ ყველაფრის უკან. 

კინზინგერი არაერთხელ გამოირჩა ისეთი განცხადებებით, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული, მათ შორის გვახსოვს მისი აგრესიული განცხადებები, რომლებიც ომის თემასთან იყო დაკავშირებული. ეს ყველაფერი ამ კაცისგან არ გვიკვირს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც პრაქტიკულად გარიცხეს საკუთარი პარტიიდან, საკუთარი ოჯახიდან. შესაბამისად, აქვს თავისი პრობლემები და ბუნებრივია, ცდილობს, საქართველოზე გადმოიტანოს თავისი პიროვნული პრობლემები, რაც მას არ გამოუვა“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები