რეზნიკოვი პარიზში ვიზიტის დროს მაკრონთან F-16-ის მიწოდების საკითხს განიხილავს

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი, რომელიც დღეს პარიზს ეწვევა, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. მხარეები უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებაზე იმსჯელებენ, - ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის მინისტრი სამშაბათს პარიზში შეხვდება პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. შეხვედრის დროს მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა, სავარაუდოდ, უკრაინისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება იქნება", - წერს გამოცემა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება არ გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები