ურსულა ფონ დერ ლაიენი და ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერლ ლაიენი და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდნენ. 

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს უკვე მეოთხე ვიზიტია კიევში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.

"ამჯერად ჩამოვედი ჩემს კომისართა გუნდთან ერთად. ჩვენ ერთად ვართ, რათა ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას, როგორც არასდროს. და კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი მხარდაჭერა და თანამშრომლობა", - წერს ის Twitter-ზე.

ბორელის თქმით, კიევში ვიზიტის მიზანია, უკრაინელებს გადასცეს ყველაზე ძლიერი სიგნალი, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა გრძელდება.

"მე ჩამოვედი კიევში, რათა გადავცე ევროკავშირის მხარდაჭერის ყველაზე ძლიერი სიგნალი ყველა უკრაინელს, რომელიც იცავს მათ ქვეყანას. ევროკავშირის დახმარებამ რუსეთის ომის დაწყებიდან 50 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროპა პირველივე დღიდან გაერთიანდა უკრაინასთან. და იქნება თქვენთან ერთად გამარჯვებამდე და აღდგენამდე", - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

ამასთან, Reuters წერს, რომ ევროკავშირის ათზე მეტი ოფიციალური პირი კიევში ჩავიდა დამატებითი სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური დახმარების დაპირებით.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები