ტატო ლილუაშვილი - გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კამპანია საქმეში ჩაუხედავი ადამიანების მიერ ხელოვნურადაა აგორებული და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას

გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კამპანია საქმეში ჩაუხედავი ადამიანების მიერ ხელოვნურადაა აგორებული  და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, - ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტატო ლილუაშვილი ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით წერს.

"რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელში აქტუალური გახდა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის რეაბილიტაციის თემა. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კამპანია საქმეში ჩაუხედავი ადამიანების მიერ ხელოვნურადაა აგორებული  და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

მოგეხსენებათ, რომ ქუთაისის ყოფილი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა უკვე მრავალი წელია, ავარიულ მდგომარეობაშია და არ ექვემდებარება უბრალო კოსმეტიკასა და რეაბილიტაციას. ამის მთავარი მიზეზი გახლავთ დაზიანებული  საძირკველი.

გავითვალისწინეთ რა მოქალაქეთა და კერძო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივა-რეკომენდაციები, მივიღეთ გადაწყვეტილება  მოგვეხდინა შენობის რეაბილიტაცია. დასაწყისში გვსურდა მისი მთლიანად შენარჩუნება, მაგრამ მუშაობის პროცესმა წარმოაჩინა, რომ შენობის აღდგენა შეუძლებელია. ველოდებით ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს პასუხს რამდენად შესაძლებელი იქნება ფასადის შენარჩუნება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, მოხდება ფასადის დაშლა და მასალის დანომვრა, რათა სწორედ ამ მასალით გამოყენება მოხდეს ახლადაგებული შენობის ძველი იერსახის მქონე ფასადში, რაც წარმოადგენს მიღებულ და აპრობირებულ პრაქტიკას, ევროპაში და არა მხოლოდ. 

სპეკულაციები ამ თემაზე მიმაჩნია უადგილოდ და ზედმეტად. არ მეგულება  არცერთი ჩვენი თანაქალაქელი, რომელსაც არ გაუხარდება ამ პროექტის განხორციელება, ქალაქის მოწესრიგებული ცენტრალური მოედნისა და აღდგენილი შენობის ნახვა, რომელიც მულტიფუნქციურად იქნება დატვირთული და არ იქნება მხოლოდ ქალაქის ცენტრში მდგომი "დეკორატიული" ბუტაფორია", - წერს ლილუაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები