ხატია დეკანოიძე - არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა გააკეთოს საქართველომ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი

ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა გააკეთოს და აღასრულოს საქართველომ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

"ასოცირების შეთანხმების მიხედვით, პროგრესი არ ავალდებულებს სახელმწიფოს, 12 პუნქტის უარყოფა მოხდეს. დემოკრატიისა და რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით მართლმსაჯულებისა და სასამართლოს სფეროში იყო შეშფოთების უპირველესი საგანი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და შესაბამისად, გარღვევა ამ მიმართულებით არ მომხდარა. ასევე დიდი ყურადღება აქვს დასათმობი იმ ფაქტს, რომ სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების დიდი ნაწილი, მათ შორის უმრავლესობა პარლამენტში წარმოდგენილია ანტიდასავლური განცხადებებით. ეს განცხადებები ხშირ შემთხვევაში ეხმაურება იმ პროპაგანდას, რომელიც, მაგალითად, ჩვენ მოვისმინეთ, რამდენიმე დღის წინ კრემლისგან, კერძოდ, ლავროვისგან. მესმის, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკომისიის შეფასება, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ არის კონკრეტული კრიტერიუმები რეფორმების კუთხით, რომელიც უნდა გააკეთოს და აღასრულოს საქართველომ, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი.

ყველა სახელმწიფოს ჰქონდა თავისი ვალდებულებები. მათ შორის მას, ვინც კანდიდატის სტატუსი მიიღო, მოლდოვასა და უკრაინას. ასევე საქართველოს აქვს ვალდებულებები, რომელიც წერილობით დამტკიცებულია ევროკომისიის მიერ. ეს არ არის ვალდებულებები, რომელიც შეიძლება, სადმე აორთქლდეს ჰაერში და რეალურად საქართველო დარჩეს მხოლოდ ამ გზაზე, ვალდებულებების შესრულების გარეშე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები