გიული ალასანია - ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით,  მისთვის ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შედეგს მოიტანს და შეცვლის არსებულ ვითარებას.

"ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, იცით, რა იქნებოდა, რომ ჩემი შვილი არ მჯდარიყო ციხეში. ჯანმრთელობაზე უკვე აღარ არის ლაპარაკი, ადამიანი აღარ არსებობს. არის ერთი ჯოხი, ჩხირი, რომელიც ვერაფერს ვერ ჭამს და ვეღარ მოძრაობს.

ისე მაქვს ხელი ჩაქნეული ამ ქვეყანაზე, რომ მგონია, უკვე არაფერი აღარ მოიტანს შედეგს. ყველანაირი ფორმა მისაღებია, რაც შეცვლის იმ ვითარებას, რაშიც ჩვენ ახლა აღმოვჩნდით", - განაცხადა ალასანიამ. 

მისივე თქმით, ჩალაძის მხრიდან გაკეთებული განცხადება არის რეალურად დანახული სურათი და არა მუქარა.

გიორგი ჩალაძემ განაცხადა, რომ "თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად, ეს არის მუქარა". მისი თქმით, სააკაშვილისთვის რეალური საფრთხე დადგება თუ არა, „ქართული ოცნება“ ქუჩაში მიიღებს იმ პროტესტს, რომელსაც ვეღარაფერი გააჩერებს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები