ირაკლი ქადაგიშვილი - არ ერიდებიან ასეთი უმძიმესი ბრალდება წარუდგინონ თავის ქვეყანას

"ნაციონალური მოძრაობა" კვლავ არ არის პარლამენტში და კვლავ ცდილობს, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა, მათი გაგებით, მორიგი რევოლუციური ტალღის მოლოდინში ამყოფოს.  სამწუხაროდ, მათ ამ  ღელვას გარკვეული საერთაშორისო აქტიორებიც მხარს უმაგრებენ.  ახლა უკვე დეპოლარიზაციის მთავარ  მონაწილედ მიხეილ სააკაშვილი არის გამოყვანილი“, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" 500 დღის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდენია ერთი ჰუმანური მოწოდება   პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომ დაემორჩილოს ექიმების დანიშნულებას.

"სააკაშვილი შემოვიდა  ფარულად,  კანონის დარღვევით იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვია. ეს გეგმა ვერ განხორციელდა.  ახალი გეგმა გულისხმობს სახელმწიფოს  დააბრალონ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და ეს წამება პერმანენტულია და არ მკურნალობენ. არ ერიდებიან ასეთი უმძიმესი ბრალდება წარუდგინონ თავის ქვეყანას. ისეთი ლოზუნგებით ცდილობენ გადაფარონ ეს შიშველი ტყუილი, რომ საზოგადოებას უკვე მოსმენაც კი აღარ უნდა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დეპუტატმა ოპოზიციას მოუწოდა, რომ საქართველოს წინაშე არსებულ რეალურ გამოწვევებზე იმუშაონ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები