4 ქალაქში "ნაციონალური მოძრაობის" საპროტესტო აქცია გაიმართა

სამტრედიაში, მარტვილში, საგარეჯოსა და ქობულეთში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების და სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხის ქვეშაა და მის გადასარჩენად უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ პროტესტი ქვეყნის ყველა ქალაქს და რაიონს მოიცავს, საბოლოოდ კი მასშტაბური აქცია თბილისში გაიმართება.

"ეს აქციები, ასევე ყველა პროცესი, რომელიც სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიმდინარეობს, აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მორიგი აქცია ხვალ, 15:00 საათზე შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები