ირაკლი ქადაგიშვილი - არ შეიძლება, ასეთი ტიპის პოლიტიკური შანტაჟი იყოს, ამას ერთხელ თუ შევეგუებით, უკვე ცუდი პრაქტიკა გახდება

საქართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ წესებით ითამაშებს, რა წესებიც მისაღებია საქართველოსთვის, მისაღებია ცივილიზებული სამყაროსთვის და რა ტრადიციაც არსებობს, მათ შორის ევროკავშირში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"საქართველო არ ითამაშებს იმ თამაშის წესებით, რომელიც დამყარებულია შანტაჟზე, ინფორმაციის უხეშად დამახინჯებაზე, ქვეყნის სწრაფვასა და მერკანტილური პოლიტიკური ინტერესების ასეთ უხეშ შეჯვარებაზე. აქედან გამომდინარე, ეს განცხადება მისი, როგორც პოლიტიკოსის, ძალიან მძიმე და ცუდი განცხადებაა.

საქართველო როგორც ისწრაფოდა ცივილიზებული თამაშის წესებისა და ცივილიზაციისკენ, ისე გააგრძელებს სვლას, მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს გააკეთებენ ეპიზოდურად ხან კუბილიუსები, ხან მარია ზახაროვები. სააკაშვილის ფაქტორი სპეკულაციის საგანი გახდა იქიდან გამომდინარე, რომ სააკაშვილის შემოპარვით გარკვეულ ძალებს გარკვეული მიზნები ჰქონდათ. ეს მიზნები კანონიერი სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში მოყვანით ვერ შესრულდა და გეგმა „ბ“-ს განხორციელება დაიწყეს – სააკაშვილის გათავისუფლება მოახერხონ ისეთი მოტივით, რაც შეიძლება, უფრო დამანგრეველი და მძიმე იყოს საქართველოსთვის.

ჯერ დაიწყეს, რომ სააკაშვილი მოწამლეს, აწამეს და არ მკურნალობენ. ცივილიზებულ სამყაროში, არ შეიძლება, სახელმწიფოს ამაზე უფრო მძიმე ბრალდება წაუყენო. ამ დროს ვითარება კარდინალურად სხვანაირია. აქედან გამომდინარე, როდესაც შანტაჟის ენა გამოყენებულია ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის საკითხთან დაკავშირებით, თავიდანვე ვალდებული ვართ, ეს ჩვენ შორის ურთიერთობაში აღმოვფხვრათ. არ შეიძლება, ასეთი ტიპის პოლიტიკური შანტაჟი იყოს. ამას ერთხელ თუ შევეგუებით, უკვე ცუდი პრაქტიკა გახდება და დამკვიდრდება, რაც მიუღებელია საზოგადოებისთვის, ქვეყნისა და ფასეულობათა სისტემისთვის. ევროკავშირი მნიშვნელოვანია მთელი რიგი ფასეულობათა სისტემის გამო და არა იმიტომ, რომ ვიღაცას შეუძლია, ფასეულობათა სისტემა შანტაჟის ენად აქციოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები