ირაკლი ქადაგიშვილი - ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სამართლის წარმოების მიმართულებით

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ უნდა იმსჯელოს ობიექტური სურათით, როგორც საქართველოს სასამართლომ იმსჯელა.

"სასამართლომ ღიად მიმდინარეობდა. რა პირობებში იმყოფება პატიმარი ამის ნახვაც შეიძლება. ყველა ის „ფეიკი“, რომელსაც გზადაგზა იგონებდნენ მოწამვლაზე და წამებაზე, ვერცერთს ვერ ადასტურებენ, რადგან თავიდანვე "ფეიკი“ იყო. 

აქედან გამომდინარე, სასამართლო იურიდიულად ვერ დაუშვებს, სიმულაციის გზით გამოწვეული რაღაც მდგომარეობა მიიჩნიოს გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საფუძვლად. ეს დაამკვიდრებს პრაქტიკას, რომ ნებისმიერ პატიმარს შეეძლება, მიმართოს სიმულაციის გზას და სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, მოითხოვოს მისთვისაც პატიმრობის გადავადება ან პატიმრობიდან გათავისუფლება. ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში სასჯელაღსრულებისა და ზოგადად, სამართლის წარმოების მიმართულებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები