კენეტ იალოვიცი - ეს გაკვეთილია "ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ

“ეს გაკვეთილია "ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც - ყველა დანარჩენს“, - აცხადებს საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი მოლდოვაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას. 

მისივე თქმით, ის, რაც ახლა რუსული გავლენით კიშინიოვში ხდება, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. 

"ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს სხვა ტერიტორიებიც მათ მიღმა. გადადგა მან ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ? არა. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან - ძალის გამოყენება. ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“. თქვენ არ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც - ყველა დანარჩენს“, - აცხადებს ყოფილი დიპლომატი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი "ამერიკის ხმასთან".

13 თებერვალს პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო.

სანდუს თქმით, ეს გეგმა ითვალისწინებდა მოლდოვის დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დამხობასა და პრორუსული ძალით ჩანაცვლებას, სახელმწიფო ორგანოებზე თავდასხმას, მძევლების აყვანას, ძალადობრივ ქმედებებს, რომლებიც ოპოზიციის საპროტესტო აქციებით უნდა შეინიღბოს. იგულისხმება პრორუსული ოპოზიციური პარტია "შორის“ მიერ ორგანიზებული პერმანენტული ანტისამთავრობო აქციები, რომლის ჩატარებასაც სანდუს ოპონენტები კვირას, 19 თებერვალს გეგმავენ. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამავე სცენარით, პროტესტში მონაწილეობა უნდა მიეღოთ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ, სამხედრო გამოცდილების მქონე, საზღვარგარეთიდან შემოგზავნილ დივერსანტებს. 14 თებერვალს რამდენიმე საათით ჩაიკეტა მოლდოვის საჰაერო სივრცეც.

უახლესი ამბები