სუნაკი - დიდი ბრიტანეთი მხარს დაუჭერს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ

ბრიტანეთის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებიც გადაწყვეტენ უკრაინაში თვითმფრინავების გადაცემას. ლონდონი კიევს შორი მოქმედების საბრძოლო მასალას გადასცემს, - ამის შესახებ მიუნხენის კონფერენციაზე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა.

"ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ვიწყებთ უკრაინელი მფრინავების მომზადებას. ეს არის გრძელვადიანი მიზანი უკრაინის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით, მაგრამ არის გარკვეული სირთულეები განსაზღვრული ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე. ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ჩვენი პოზიციაა - თუ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ სასწრაფოდ უზრუნველყონ თვითმფრინავების მიწოდება, გაერთიანებული სამეფო სიამოვნებით დაუჭერს მხარს მათ ამაში“, - განაცხადა სუნაკმა.

უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერმა პარტნიორებს მოუწოდა "ახლა იმოქმედონ“ უკრაინის გამარჯვებისთვის.

"ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და რუსეთი დამარცხდეს, თუ ამის გჯერათ, ახლავე უნდა იმოქმედოთ. უკრაინამ რომ მოიგოს ომი, მას სჭირდება მეტი არტილერია, შეიარაღება და საჰაერო თავდაცვა. ახლა არის დრო, გავაორმაგოთ ჩვენი სამხედრო დახმარება. როცა პუტინმა დაიწყო ეს ომი, მან ფსონი დადო, რომ ჩვენი ერთიანობა დაირღვეოდა, ახლაც კი ფსონს დებს, რომ ჩვენ დავკარგავთ ჩვენს ნერვებს, მაგრამ საპირისპირო დავუმტკიცეთ მაშინ და საპირისპიროს დავუმტკიცებთ ახლაც“, - განაცხადა სუნაკმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები