ბექა ღვინიაშვილმა თელ-ავივის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

თელ-ავივის გრანდ სლემზე 90 კოლოგრამამდე კატეგორიაში, ზედიზედ ოთხი ეფექტური გამარჯვების შემდეგ, ბექა ღვინიაშვილმა ფინალში 2 წუთსა და 22 წამში უნგრელ მეტოქეს ორი ვაზარი შეუსრულა და გათამაშების ჩემპიონი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა თელ-ავივის გრანდ სლემზე წარმატებით იასპარეზა და 3 მედლის წამოღებაც მოახერხა (2 ოქრო და 1 ბრინჯაო.)

აღსანიშნავია, რომ გათამაშებაში სულ 6 ქართველი მონაწილეობდა, რომელთა ნახევარმაც ტურნირი წარმატებით დაასრულა. ბექა ღვინიაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ოქროს მედლები მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, ხოლო ლაშა ნადირაძემ ბრინჯაო.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი