ზურაბ ჯაფარიძე - "მშვიდობას" ყიდიან ომით დაშინებულ ხალხზე, ეგეც რუსული ამბავია, ბევრჯერ ნაცადი, 2 საუკუნეზე მეტია ერთი ტყუილით გვაბოლებენ

"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება.

"რა მოვისმინეთ ღარიბაშვილისგან:

- ომი ცუდია

- მშვიდობა კარგია

- ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას

 - დასხდნენ ამერიკა, ევროპა, ჩინეთი და რუსეთი და დაამყარონ მშვიდობა

ანუ სტანდარტული რუსული ნარატივი:

1. დიდმა მოთამაშეებმა დაალაგონ ურთიერთობა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე

2. პატარებს (მათ შორის უკრაინას) არავინ არაფერს ეკითხება

3. ომი უკრაინაში რუსეთის ბრალი კი არ არის, იმის ბრალია რომ დიდმა მოთამაშეებმა რაღაც ვერ გაიყვეს.

საქართველოზე რომ გადმოვათამაშოთ, ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანას, არ გვაქვს უფლება თავად განვსაზღვროთ საკუთარი მომავალი (დასავლეთში, ნატოსა და ევროკავშირში), რადგან რუსეთს გააჩნია მისი ინტერესები კავკასიაში რომლებიც გასათვალისწინებელია დასავლეთის მიერ.

ის, რასაც პუტინი ლაპარაკობს წლებია, ოღონდ ეს ყველაფერი შეფუთულია ‘მშვიდობის’ სოუსში.

‘მშვიდობას’ ყიდიან ომით დაშინებულ ხალხზე.

არჩევანი - დასავლეთი თუ რუსეთი, რაც არის რეალური არჩევანი დღეს, ნელ-ნელა ჩაანაცვლეს არჩევანით - ომი თუ მშვიდობა, რაც ყალბი არჩევანია (სინამდვილეში პირიქითაა, გრძელვადიანი მშვიდობა სწორედ ნატო და დასავლეთია), მაგრამ ეფექტურად მუშაობს.

ეგეც რუსული ამბავია, ბევრჯერ ნაცადი. სულ მშვიდობას გვტენიდნენ ეგ დედააფეთქებულები.

2008-შიც операция по принуждению к миру ჩაატარეს (უკრაინაში ომსაც იგივეს ეძახიან).

აფხაზეთსა და სამაჩაბლოშიც ‘მშვიდობა დაამყარეს’ 1990-იანებში და ‘მშვიდობისმყოფელები’ ჩააყენეს.

1921-შიც წესრიგის და მშვიდობის დასამყარებლად შემოლაგდნენ.

1783-შიც მშვიდობის დაპირება მოგვყიდეს (‘ახლა კი დროა, სოლომონ, რომა მშვიდობა ნახოს საქართველომა’).

2 საუკუნეზე მეტია ერთი ტყუილით გვაბოლებენ.

იქნებ როგორმე ამჯერად აღარ დავა&^%ვებინოთ თავი და გავუშვათ რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულებით?", - წერს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები