აბსურდი და უპასუხისმგებლობა - თეთრი სახლი პუტინს პასუხობს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის რიტორიკას გამოეხმაურა, რომ სწორედ დასავლეთმა გამოიწვია რუსეთ-უკრაინის ომის პროვოცირება თავისი მტრული ქმედებებით.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ბრალდებას "აბსურდი" უწოდა.

"რუსეთს არავინ ესხმის თავს. აბსურდია აზრი, რომ რუსეთი უკრაინის ან სხვის მხრიდან რაიმე სახის სამხედრო საფრთხის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა მან.

პუტინის გამოსვლის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც გააკეთა. 

ის გამოეხმაურა რუსეთის გადაწყვეტილებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ და ამ საქციელს "უპასუხისმგებლო" უწოდა. ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, თავის მხრივ, თეთრი სახლი მზად არის ნებისმიერ დროს განაახლოს შესაბამისი პარტნიორობა.

"ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით რას აკეთებს რეალურად რუსეთი“, - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები