ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, სანქციების სიაში, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის და დონეცკსა და ლუგანსკის ტერიტორიების ნაწილის მიტაცების გამო დაწესდა, არიან ის პირები და პოლიტიკოსები, რომელთა ქმედებები საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ამ პირთა ქმედებები და პოლიტიკა, ძირს უთხრის უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს, საფრთხეს უქმნის მის მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს უწყობს მისი ქონების მითვისებას. რუსეთის ფედერაციის მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, მათ შორის ყირიმის სავარაუდო ანექსია და ძალის გამოყენება უკრაინაში, კვლავ წარმოადგენს უჩვეულო და არაჩვეულებრივ საფრთხეს აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკაზე", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები