ირაკლი ქადაგიშვილი - ეს სიტყვათა შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით

"ამ კანონის მიზნებით, ინგლისური ტერმინი, სადაც „აგენტი" ფიგურირებს, არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია. ეს სიტყვათა შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი ჯაშუშის გაგებით", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ე. წ. აგენტების შესახებ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს.

"კანონის ერთადერთი მთავარი და ლეგიტიმური მიზანი არის მხოლოდ გამჭვირვალობა, მეც ასე მწამს. გამჭვირვალობა თავისთავად არავისთვის წარმოადგენს პრობლემას. აქ ლაპარაკია, რომ ინგლისური ტერმინი, რომელიც გადმოტანილი იქნა კანონის ქართულ ვერსიაში და სადაც სიტყვა "აგენტი" ფიგურირებს, საქართველოში არის არადადებითი კონოტაციის მატარებელი. თავისთავად ამაზე შეგვიძლია ორნაირი ახსნა ვთქვათ, სიტყვათა ეს წყობა ამ კანონის მიზნებით არ ნიშნავს ძირში ნეგატივს, არ ნიშნავს არც ჯაშუშობას, არც ცუდ საქმიანობას, არც კარგს, ნეიტრალურია. ეს სიტყვათა შეთანხმება არ ნიშნავს, რომ ხარ აგენტი, ანუ აგენტი იმ გაგებით, რომ (ხარ) ჯაშუში, ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი. მაგრამ აქ საუბარია, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ამას 30 წელია, ცუდი ჟღერადობა აქვს, შინაარსით ამას არ ნიშნავს, მაგრამ ამბობენ, რომ ცუდი ასოცირებაა. თუ ეს არის პრობლემა, ეს უკვე კანონზე მუშაობის დროს სამსჯელო საგანია", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

პარლამენტი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვას იწყებს. პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. განხილვის პარალელურად პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები