გიორგი ბოტკოველი - უნდა ვიბრძოლოთ, რომ არ მიეცეთ ამ კანონის მიღების საშუალება

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მათ არ მიეცეთ ამ კანონის მიღების საშუალება, ამის ბერკეტები არსებობს და მთავარი ბერკეტი არის ქართველ ხალხში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

"გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა და კითხვები აღარ არსებობს აღარც ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის, აღარც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რომ თავიდან ბოლომდე უკვე ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, რუსული ინტერესების გამტარი ხელისუფლება და იქ წარმოდგენილი ყველა ის დეპუტატი, რომელიც მხარს უჭერდა და ასე მედგრად მოითხოვდა ამ კანონის დროზე გავლას საკომიტეტო მოსმენაზე, ჩამოყალიბებულია როგორც ქვეყნის მოღალატე.

ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მათ არ მიეცეთ ამ კანონის მიღების საშუალება, ამის ბერკეტები არსებობს და მთავარი ბერკეტი არის ქართველ ხალხში. გუშინ თუნდაც საღამოს გამოთქმული პროტესტი ამ ყველაფერზე მეტყველებდა. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ვალდებულად გრძნობს თავს, რომ ჩართული იყოს ამ პროცესში, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ კანონის მიღებას, ერთად იმოქმედებს", - განაცხადა ბოტკოველმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები