უკრაინამ კიდევ 17 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

დღეს შესაძლებელი გახდა დაღუპული დამცველების ცხედრების უკრაინაში დაბრუნება, საუბარია 17 სამხედრო მოსამსახურეზე, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

"რეინტეგრაციის სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა კომისრის ოფისის დახმარებით, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, დღეს შესაძლებელი გახდა უკრაინის 17 დაღუპული დამცველის ცხედრის დაბრუნება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღემდე უკრაინამ 1426 დამცველის ცხედარი დაიბრუნა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაცვლა 2 თებერვალს მოხდა, როდესაც უკრაინას 150 სამხედროს ცხედარი გადაეცა.

უახლესი ამბები