ქართველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ პადოვას მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზა, მოიგო დაძაბული და ურთულესი შეხვედრები.
აღსანიშნავია 1/8 ფინალური დაპირისპირება, რომელშიც სანდრო 6:14 მარცხდებოდა, მან კი შეძლო შეხვედრის შემოტრიალება და 15:14 სძლია მეტოქეს.
სამწუხაროდ, 1/2 ფინალში ბაზაძე მინიმალური სხვაობით 14:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი იტალიელ ჯოვანი პრეტისთან გაიყო.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი