იარაღი, ძალადობა, მუქარა - NBA-ის ვარსკვლავის მიმართ გამოძიება დაიწყო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციისა და მემფის “გრიზლის” სუპერვარსკვლავის ჯა მორანტის მიმართ გამოძიება დაიწყო.

მუქარა, ძალადობა, იარაღის ტარება - ეს იმ ბრალდებათა ჩამონათვალია, რაც ლიგის გამორჩეული კალათბურთელის მიმართ ისმის.

“რამდენიმე დღის წინ მემფისის პოლიციაში მორანტის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო - 17 წლის ბიჭი აცხადებს, რომ კალათბურთელმა მემფისის ერთ-ერთ უბანში მასზე ფიზიკურად იძალადა, შემდგომ კი დაცვის წევრებთან ერთად ბიჭს სახლში მიაკითხა და იარაღით დაემუქრა. ჯამ დაადასტურა, რომ ინცინდენტი მართლა მოხდა, მაგრამ ის თავს იცავდა, რადგან ბიჭმა კალათბურთის ბურთი სახეში ესროლა. 

რამდენიმე საათის წინ მორანტი ინსტაგრამის ლაივში გავიდა სტრიპტიზ კლუბიდან, სადაც იარაღით ხელში საუბრობდა თავის მაყურებლებთან. 

NBA-ის წარმომადგენლები გმობენ მსგავს ქმედებას ლიგის მოთამაშეთა მხრიდან და დიდი ალბათობით გამოძიების დასრულებამდეც ჯა მორანტს ფულადი ჯარიმა დაეკისრება”, - აღნიშნულია NBA Georgia-ს გვერდზე.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

მსგავსი სიახლეები