"იმედია, ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, მადრიდის “რეალში” გიხილავთ" - გუტი კვარაცხელიას

მადრიდის “რეალის” ლეგენდარული ნახევარმცველი ხოსე მარია გუტიერეს ერნანდესი (გუტი) ერთ-ერთ გადაცემაში ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბრობს.

ქართველმა ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი კუმირი და საყვარელი ფეხბურთელი გუტი იყო. ამ ყოველივემ ესპანელის ყურამდეც მიაღწია და საკმაოდ დადებითი ემოციაც გამოიწვია მასში.

გადაცემაში ერთ-ერთი მთავარი თემა ხვიჩა კვარაცხელია იყო და გუტიმ ქართველს პირდაპირი ეთერიდან მიმართა: “იმედია, ერთ დღეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში, მადრიდის “რეალში” გიხილავთ. მე შენ გამოგიგზავნი ჩემს მაისურს უახლოეს პერიოდში, ჩემივე ხელმოწერით”.

ვიდეოს Geo Team ავრცელებს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი