უკრაინის საგარეო უწყება - სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს სოლიდარობას უცხადებს.

"უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით აკვირდება თბილისში მიმდინარე მოვლენებს.

როგორც სახელმწიფომ, რომელიც ისწრაფვის, გახდეს ევროკავშირის წევრი, საქართველომ თანმიმდევრულად უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განზრახვა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონზე, რომელიც ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას, ვეტოს დადების შესახებ. ჩვენ ვიზიარებთ ევროკავშირის პოზიციას, რომ კანონპროექტი არსებული ვერსიით არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებსა და სტანდარტებს.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს მათ სურვილში, გააგრძელონ საქართველოს ევროპული მომავლის მშენებლობა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

უახლესი ამბები