გიორგი ვაშაძე - ორივე მხრიდან დავიძრათ და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდა,  პარლამენტის შენობას ალყაში მოაქციონ.

"ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებთ პოლიციას, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ. ორივე მხრიდან დავიძრათ და გვერდითა შესასვლელებთან განვლაგდეთ პარლამენტის გარშემო“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აქციის მონაწილეების ნაწილი ამ დროისთვის ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩაზე იმყოფებიან.

პარლამენტის ეზოში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები