მამუკა ხაზარაძე - მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის, რაც ახლა ხდება, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

"67 წლის წინ, 9 მარტს, საბჭოთა არმიამ დაარბია ჩვენი თავისუფლების მოყვარული ხალხი, რომელიც გამოვიდა რუსთაველზე და ითხოვდა თავისუფლებას, რომ დაეხსნა თავისი თავი იმპერიისაგან. 67 წლის წინ, 9 მარტს. სულ რამოდენიმე წუთში დადგება 9 მარტი და მე მგონი არავის, ვინც მე ახლა მისმენს, არავის არ უნდა იმ ტრაგედიის გამეორება, რაც 9 მარტს მოხდა ან 9 აპრილს. 

მე მინდა მივმართო ხელისუფლებას, რომ ის, რაც ხდება, არის მათი სრული პასუხისმგებლობა. გამოსულია აქ ახალგაზრდობა, ბავშვები, რომლებიც ითხოვენ ერთ რამეს, რომ ჩვენი ქვეყანა არ შევიდეს და არ შეიყვანოს "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა იქ, საიდანაც გამოსვლას დასჭირდა თაობები და ბევრი სიცოცხლე და ბევრი ადამიანის სიკვდილი დაჯდა ეს ყველაფერი. 

ამიტომ მოვითხოვ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელისუფლებას. ამის განმუხტვა არის შესაძლებელი მხოლოდ და მხოლოდ თქვენს მიერ, ამ კანონის გამოტანით", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები