Ilnapolista - საქართველომ “პუტინის კანონი" გაიწვია, გაიმარჯვა კვარაცხელიამაც

იტალიური გამოცემა Ilnapolista საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

"კვარამ მოიგო! სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ გაიმარჯვეს ქართველებმა, რომლებსაც "ნაპოლის“ თავდამსხმელი საჯაროდ უჭერდა მხარს ბოლო დღეების საპროტესტო აქციებში. მათ გააპროტესტეს "ქართული ოცნების", საქართველოს მმართველი პარტიის განაცხადი, რომ მიიღებდა კანონს „უცხოური აგენტების შესახებ“. პროტესტის მთავარი ცენტრი დედაქალაქი თბილისი იყო.

აშკარად "პუტინისტური“ კანონპროექტი ითვალისწინებდა მედიისა და არასამთავრობო ორგენიზაციების შეზღუდვას, რომელთა დაფინანსების მინიმუმ 20% უცხოეთიდან შემოდიოდა და ისინი უნდა დარეგისტრირებულიყვნენ შესაბამის უწყებაში გამჭირვალობისთვის. ამ კანონის ასლი რუსეთში 2012 წლიდან გამოიყენება დისიდენტებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.

კანონპროექტი სასტიკად გააკრიტიკა ევროკავიშრის უმაღლესმა წამომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, რომელმაც მას "ევროპულ ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუსაბამო“ უწოდა. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი დემოსტრანტების მოწინააღმდეგენი სანქციების ობიექტები გახდებოდნენ და კანონმა "შეიძლება საფრთხე შეუქმნას ვაშინგტონ-თბილისის პარტნიორობას“.

ბოლო დღეებში დემონსტრანტებს და საპროტესტო აქციებს თავად საქართველოს პრეზიდენტიც უჭერდა მხარს.

"საქართველოს მომავალი ევროპაშია“, - ასე გამოეხმაურა კვარაცხელია პროტესტს. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ‘ნაპოლის“ ფეხბურთელი ასე მკაფიოდ გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე, ბოლო ვინც ეს შეძლო დიეგო არმანდო მარადონა იყო", -  ასე ეხმაურება Ilnapolista საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი