ნიკა მელია - მომავალმა თაობამ გააკეთა დიდი ნახტომი წინ და დაახევინა რეჟიმს უკან, ახლა უნდა გავუმაგროთ მათ ზურგი, რომ ეს წინსვლა გაგრძელდეს

გაიმარჯვა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულმა თაობამ, რომელმაც უკან დაახევინა რუსულ რეჟიმს... უკან დაახევინა შეუპოვრობით, მიზნის ქონით და ამ მიზნის გარშემო ერთიანობით, - ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

"ახალმა თაობამ აჩვენა, რომ ეროვნული ინტერესი მათთვის არის უპირატესი ღირებულება, აჩვენა, რომ არ არსებობს პოლიტიკოსი ან პარტია, რომელსაც ისინი გაჰყვებიან, რომლის მოწოდებასაც აჰყვებიან ან რომლის მოწოდებითაც დაიშლებიან...

აჩვენა, რომ კი არ დაიშლებიან, სხვაგან შეგროვდებიან, გადაჯგუფდებიან მობრუნდებიან - სანამ თავისას არ მიაღწევენ. ყველა ვინც თავისუფლებისათვის იბრძოლა უნდა იყოს თავისუფალი და დახსნილი რეჟიმის ტყვეობიდან! 

ვიყოთ ფხიზლად და ვიდგეთ ერთად გამარჯვების გაფორმებამდე. მათ ჩვენი ერთად დგომა აშინებთ, განსხვავებულთა ერთობა! 

მიზანი - ევროიტეგრაციაა, მომავალმა თაობამ გააკეთა დიდი ნახტომი წინ და დაახევინა რეჟიმს უკან. ახლა უნდა გავუმაგროთ მათ ზურგი, რომ ეს წინსვლა გაგრძელდეს.

მართალ ბრძოლაში მართალი ხალხი იმარჯვებს, ღირსებითა და სიმართლით", - წერს მელია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები