ხვალ პარლამენტთან სხდომის პარალელურად აქცია გაიმართება

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის პარალელურად, ხვალ მორიგი აქცია გაიმართება. 

როგორც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლებისას სტუდენტებმა აღნიშნეს, აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

რუსთაველის გამზირზე აქცია ამ დროისთვისაც გრძელდება. აქციის მონაწილეების გადაწყვეტილებით, გამოსვლები ცოტა ხნით შეჩერებულია, თუმცა დაშლას ჯერჯერობით არ აპირებენ.

ხვალ, 11:45 საათზე პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართება, 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა.

უახლესი ამბები