პარლამენტთან აქცია "არა მონობას" იმართება

პარლამენტთან ჯარში გაწვევის წინააღმდეგ აქცია "არა მონობას" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები "თავდაცვის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს აპროტესტებენ და ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმებას მოითხოვენ.

 აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, "გირჩის" წევრის სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი.

"ვითხოვთ, რომ ჯარი იყოს ნებაყოფლობითი, რომ ღირსეული ხელფასი გადაუხადონ ჯარისკაცებს და ისეთი პირობები შევქმნათ, რომ თავისი ნებით მიდიოდნენ ჯარში ადამიანები", - აცხადებს რაქვიაშვილი.

თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ახალი "თავდაცვის კოდექსით" სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური არ შეეხებათ.